online site builder

AG INDUSTRIES

მძიმე სამშენებლო ტექნიკა / მომსახურება / სამშენებლო მასალები

ჩვენს შესახებ

 კომპანია ,,ეი ჯი ინდასთრის“-ის საქმიანობის სფერო სამშენებლო პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის სრულ სპექტრს მოიცავს.
 აღნიშნული გულისხმობს, ინერტული მასალების მოპოვება/წარმოება/რეალიზებას, ასევე ასფალტისა და ბეტონის წარმოება/რეალიზაციას.
 კომპანია ფლობს მაღალი დონის თანამედროვე საწარმო ინფრასტრუქტურას დასავლეთ საქართველოში: კერძოდ, ბეტონისა და ასფალტის ქარხნებს, მძიმე სამშენებლო ტექნიკას, მანქანადანადგარების ფართო სპექტრს.
 კომპანიაში დასაქმებულია ხანგრძლივი გამოცდილების, მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული სპეციალისტები, მფლობელობაში არსებული სპეციალიზირებული ტექნიკა, საწარმოები, აგრეთვრე განვითარებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე მართვის სისტემა, აძლევს კომპანიას შესაძლებლობას განახორციელოს საკუთარი რესურსების გამოყენებით, ნებისმიერი სირთულის ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ჩქაროსნული გზების, ხიდების და გვირაბების მშენებლობა.
, ,ეი ჯი ინდასთრის“ საკუთრებაში ფლობს Bauer BG 40 ტიპის საბურღ დანადგარებს, რომელთა მეშვეობითაც, კომპანია ნებისმიერი სირთულის საბურღ სამუშაოებს ახორციელებს.
 კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს მის საკუთრებაში არსებული მრავალფეროვანი სამშენებლო ტექნიკის გაქირავების სერვისსაც.
 ,,ეი ჯი ინდასთრის“ მთავარი მიზანია დამკვეთის წინაშე აღებული ვალდებულებების პირნათლად, მაღალი სტანდარტებითა და დროულად შესრულება, რაც მის გრძელვადიან საიმედობას განაპირობებს.

მისამართი:

თბილისი,კოსტავას ქ. 59
 თბილისი,ი. ნიკოლაძის ქ., ჩიხი 1, N 4 

ტელეფონი:

+995322051822

ელ. ფოსტა:

INFO@AGI.GE
SALES@AGI.GE